ფეხბურთი

21:50 | 13.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ ხელშეკრულების დეტალებზე.

გარდა ამისა, ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა “როხიბლანკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და მიზეზი სწორედ “კამპ ნოუზე” კარიერის გაგრძელებაა.

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111427