ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ტორონტოს” ლიდერი დემარ დეროზანი და დასავლეთში “პორტლენდის” უკანახაზელი დამიან ლილარდი აღიარეს.
“ტორონტომ” ოთხივე შეხვედრა მოიგო, დეროზანი კი საშუალოდ ერთ მატჩში 24.8 ქულას, 4.5 მოხსნას და 4.3 პასს აგროვებდა.
“პორტლენდმა” სამივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ლილარდი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.7 ქულას და 5 პასს აკეთებდა.