ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანსა და მის 14 წლის ქალიშვილს შეაფურთხა. კარაგერი ამჟამად Sky Sports-ზე მიმომხილველად მუშაობს, ხოლო ინციდენტი “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” (2:1) მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.
როგორც ვეტერანმა ინგლისელმა მომხდარზე განაცხადა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.