ფეხბურთი

17:45 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას “ვიტესი” რუს მწვრთნელს ჩააბარეს

არნემის “ვიტესს”, რომლის კაპიტანი გურამ კაშიაა, ზაფხულიდან ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის. როგორც ჰოლანდიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რუსი სპეციალისტი მუშაობას ივნისიდან შეუდგება და ხელშეკრულება 2.5 წელზეა გათვლილი.

მასთან ერთად “ვიტესში” ცსკა-ს ყოფილი სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკიც იმუშავებს.

როგორც ცნობილია, “ვიტესის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჰენკ ფრეიზეირი სეზონის ბოლოს პოსტს შედეგის მიუხედავად დატოვებს.

არნემელები ერედივიზიონში 26 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

ლეონიდ სლუცკის ცსკა-ში, რუსეთის ნაკრებსა და ინგლისურ “ჰალში” უმუშავია.

0.132457