სხვა

13:48 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მარცხიანი ტური

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ მარტის ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც სეზონის მეორე სუპერტურნირს იმპერატორის თასის მფლობელის რანგში, სეკივაკეს წოდებით ატარებს, დღეს ექს-სეკივაკეს – მონღოლ პირველ მაეგაშირა ტამავაშის დაეჭიდა და ორი ტურის შემდეგ, თითო მოგება-წაგება დაუგროვდა. ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძე მესამე მაეგაშირას – იაპონელ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.

ტოჩინოშინის მსგავსად, მეორე ტური გაგამარუსთვისაც წარუმატებელი აღმოჩნდა - რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი მონღოლ ტერონოფიჯუსთან დამარცხდა და მის ანგარიშზეც თითო მოგება და წაგებაა.

0.122419