ფეხბურთი

2:36 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-ის პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შევარდა და მსაჯს მოკვლით დაემუქრა (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი პაოკ-სა და აეკ-ს შორის ბოლო წუთზე შეწყდა. საქმე ისაა, რომ მასპინძლებმა ბოლო წუთზე გოლი გაიტანეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა არ ჩათავალა. იმ დროს ანგარიში 0:0 გახლდათ და ბუნებრივია, ამან ადგილობრივი პუბლიკის გაღიზიანება გამოიწვია.

პუბლიკას ვიღა ჩივის, პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდისი შეიჭრა მოედანზე. როგორც ფოტოკამერებმა დააფიქსირეს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელი მინდორზე იარაღით შევიდა, ამასთან მსაჯებს მოკვლით ემუქრებოდა თუ გოლს არ ჩათვლიდა. საბოლოოდ საქმეში პოლიცია ჩაერთო, მატჩი კი შეწყდა.

სუპერლიგაში დაძაბული ვითარებაა. აეკ-ი ლიდერია 54 ქულით, ხოლო პაოკ-ს 49 ქულა აქვს და მესამეა. შესაბამისად, სალონიკელთათვის გამარჯვება ლიდერთან ორ ქულამდე სხვაობის შემცირებას ნიშნავდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავიდისი 1959 წლის 27 მარტს, საქართველოში დაიბადა.

0.92189