ესპანური “ბასკონიას” ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. დღეს, ჩვენებურს ლიგა ენდესას კალენდარული ტურის მატჩში, “ჟუვენტუტის” წინააღმდეგ არ უთამაშია (75:61).
როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შენგელიას მარცხენა ფეხზე ბარძაყის ტრავმა აღენიშნება.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება. განცხადების მიხედვით, თორნიკეს მომდევნო დღეებში კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება.