ინდიან უელსის მასტერსის 1/16-ფინალში სერენა უილიამსი თავის უფროს დას ვინუს უილიამსს შეხვდება.
სერენამ კორტზე დაბრუნების შემდეგ მეორე შეხვედრა მოიგო. უმცროსმა უილიამსმა ინდიან უელსის 1/32-ფინალში შვედი კიკი ბერტენსი მძიმე ბრძოლაში 7:6, 7:5 დაამარცხა. მატჩი საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში სერენა 1:3-ს აგებდა, თუმცა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა და ტაი-ბრეიკზე 7:5 იმარჯვა. მეორე სეტში კი შედარებით იოლად მოიგო. ვინუსმა სორენა კირსტეას მარტივად 6:3, 6:4 მოუგო.
ურთიერთშეხვედრებში სერენა ვინუსს 17:11-ს ამარცხებს. შეხვედრა 12 მარტს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.