“ნიუკასლს” “პორტოს” ესპანელი მეკარის იკერ კასილასის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაიას ბრიტანული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა კასილასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. კასილასის გადაბირებით “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი ესპანელი რაფაელ ბენიტესია პირადად დაინტერესებული.სეზონის ბოლოს იკერს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
36 წლის კასილასი 1999-2015 წლებში “რეალის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2015 წლიდან იკერი “პორტოში” თამაშობს.