ფეხბურთი

0:30 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ალანს გაუხანგრძლივა

“ნაპოლიმ” ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველს, ალანს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი “სან პაოლოზე” 2023 წლამდე ითამაშებს.

ალანი იტალიაში 2012 წელს გადაბარგდა. “ვასკო და გამადან” “უდინეზეს” მიაშურა და “ფრიულიზე” სამი სეზონი ითამაშა, ხოლო 2015 წელს “ნაპოლიში” გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 118 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

ბრაზილიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისური 39-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიალანი
0.112484