“პარი სენ ჟერმენი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ეს ბუნებრივიც გახდა მას შემდეგ, რაც პსჟ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. შესაბამისად, პარიზელები ახალი თავკაცის ძიებას უკვე შეუდგნენ და მოლაპარაკებებიც დაიწყეს.
L’equipe-ს ინფორმაციით, ფრანგული გუნდის შეფები ლონდონის “ჩელსის” თავკაც ანტონიო კონტეს მიწვევას აპირებენ და მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ კონტეს “ჩელსისთან” ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით, სეზონის ბოლოს პოსტს ნაადრევად დატოვებს.