"დელტამ" "ოლიმპთან" 77:80 წააგო. იყო ვალიდოლური მეორე ტაიმი და მოგება ორივე გუნდს ეკუთვნოდა.
"დელტამ" ეს შეხვედრაც ერთ-ერთი ლიდერის, უკრაინელი არტიომ შვეცის (11.7 ქულა+7.3 მოხსნა) გარეშე ჩაატარა.
"ოლიმპთან" თამაშზე "დელტას" და საქართველოს ნაკრების წევრი საუბრობს.
ლევან ფაცაცია: "ცუდი სტარტი გამოგვივიდა. მოუმზადებელი სროლებით "ოლიმპს" მივეცით შანსი, რომ თავისი, სწრაფი კალათბურთი ეთამაშა. ამით ჩვენი მოწინააღმდეგე წინ გავიდა, მოიპოვა უპირატესობა. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და სულ ცოტა დაგვაკლდა მოგებამდე. მოსამატებელი გვაქვს. მეტი სათამაში დისციპლინაა საჭირო, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ."
"დელტას" შემდეგი თამაში 15 მარტს, თბილისში "ბათუმთან" აქვს.
ზურაბ თალაკვაძე