ფეხბურთი

11:17 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ისტორიული ქამბექი, "არსენალის" სერია, რონალდუსა და მესის მრგვალი ციფრები

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

10 – ლორენცო ინსინიემ “რომასთან” კარში 10-ჯერ დაარტყა (1 გოლი) და ეს მიმდინარე სეზონის რეკორდი ტოპ ჩემპიონატებში. აქამდე საუკეთესო შედეგი მესისა (“ეიბართან”) და ნეიმარს (“დიჟონთან”) ჰქონდათ 7 დარტყმა.

101 – 101 მატჩის შემდეგ “ნაპოლიმ” პირველად წააგო, როდესაც ანგარიში გახსნა. ბოლოს ასეთი რამ “სასუოლოსთან” 2015 წელს დაემართა. მაშინ მაურიციო სარის დებიუტი შედგა.

8 – “ნაპოლიმ” 18 გაშვებული გოლიდან 8 თამაშის საწყის 15 წუთში გაუშვა.

3 – პაულო დიბალამ ბოლო ექვსი გოლიდან სამი 90-ე და შემდეგ წუთებზე გაიტანა.

0 – მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა, რომ “იუვენტუსმა” პირველ ტაიმში კარში ვერ დაარტყა. პირველად ასეთი რამ “ფიორენტინასთან” სექტემბერში დაემართა.

2 – “სპალმა” მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო.

საფრანგეთი, ლიგა 1

7 – მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში თავით ყველაზე მეტი გოლი ნოლან რუს აქვს გატანილი (7).

96 – მემფის დეპაი “მონპელიესთან” ბურთს 96-ჯერ შეეხო და ეს მისი საუკეთესო შედეგია, ვიდრე აქამდე ჰქონია (ერედივიზიონში, პრემიერლიგასა და ლიგა 1-ში). თუმცა, მხოლოდ ერთხელ საჯარიმოში.

1 – ტიმოთი ვეა პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც პსჟ-ს რიგებში ლიგა 1-ში ითამაშა.

74 – პსჟ-მ 28 ტურში 74 ქულა დააგროვა და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია მას შემდეგ, რაც გამარჯვება სამი ქულით ფასდება (28 ტურისთვის).

8312 – ტიმოთი ვეამ პირველად ითამაშა პსჟ-ს რიგებში. მამამისმა ჟორჟ ვეამ კი, პარიზელთა რიგებში ბოლოს 8312 დღის წინ, 1995 წლის მაისში “ლე ავრთან” ითამაშა.

3 – “მონაკომ” მოიგო ბოლო სამი თამაში, როდესაც გოლი პირველმა გაუშვა – “ტრუასთან” 9 დეკემბერს (3:2), “ლიონთან” 4 თებერვალს (3:2) და “ბორდოსთან” 2 მარტს (2:1).

3000 – მარიო ბალოტელიმ “ნიცას” მე-3000 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში. “ნიცა” გახდა მეშვიდე ფრანგული გუნდი, რომელმაც ამ შედეგს უწია (“მარსელის”, “სტ. ეტიენის”, “ბორდოს”, “სოშოს”, “მონაკოსა” და “ლიონის” შემდეგ).

გერმანია, ბუნდესლიგა

0 – ფლორიან მიულერი “მაინცის” მეორე მეკარეა, რომელმაც დებიუტისას კარი მშრალად შეინახა. პირველად ეს ლორის კარიუსმა გააკეთა 2013 წელს.

102 – ტომას მიულერმა ბუნდესლიგაში “ბაიერნისთვის” 102-ე გოლი გაიტანა და დიტერ ჰიონესს გაუტოლდა. მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს უკეთესი შედეგი “ბაიერნის” ისტორიაში.

4.0 – “ბაიერნმა” “ფრაიბურგს” ბოლო სამ მატჩში 12 გოლი გაუტანა (საშუალოდ 4.0 გოლი თამაშში).

0 – იუპ ჰაინკესს “ბაიერნის” თავკაცის რანგში “ფრაიბურგისგან” გოლი არასდროს გაუშვია (5 თამაში, 15:0 ბურთების ბალანსი).

13 – “შტუტგარტმა” ტაიფუნ კორკუტის ხელმძღვანელობით 5 მატჩში 13 ქულა დააგროვა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 14 მატჩში ჰანეს ვოლფის ხელმძღვანელობით.

2 – ერიკ ტომი “შტუტგარტის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მარიო გომესს ერთ მატჩში ორი საგოლე პასი გაუკეთა.

5 – მარიო გომესმა ბოლო 5 მატჩში 5 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 პასი).

20 – კლაუდიო პიზარომ ბუნდესლიგაში ზედიზედ 20 წლის განმავლობაში შეძლო მინიმუმ 1 გოლის გატანა (1999-დან 2018 წლამდე).

18 – მარკო როისმა ბუნდესლიგს 18 სხვა დასხვა გუნდს გაუტანა.

1 – მარკო როისი “დორტმუნდის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში “ლაიფციგს” გაუტანა. თუ არ ჩავთვლით პიერ-ემერიკ ობამეიანგს.

3 – ჟან-კევინ ოგუსტინმა ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ “ლაიფციგმა” ვერცერთი მოიგო (2 წაგება 1:2 და 1 ფრე 1:1).

400 – შტეფან კისლინგმა ბუნდესლიგაში მე-400 თამაში ჩაატარა და მოქმედ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ კლაუდიო პიზარო სჯაბნის (437 თამაში).

1 – ფლორიან მიულერი პირველი მეკარეა 2015 წლის შემდეგ, რომელმაც ბუნდესლიგაში დებიუტისას პენალტი მოიგერია (კრისტიან მატენია 2015 წელს).

22 – “შალკემ” ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 22-ე მატჩში გაიტანა გოლი და ეს მისი საუკეთესო სერიაა 1984 წლის შემდეგ.

5 – ანდრეი კრამარიჩმა ზედიზდ 5 შეხვედრაში გაიტანა. “ჰოფენჰაიმის” ბოლო 8 გოლიდან 6 მის ანგარიშზეა.

100 – მარვინ პლატენჰარდტმა “ჰერტასთვის” ბუნდესლიგაში მეასედ ითამაშა (ჯამში 163 შეხვედრა).

0 – სვენ შიპლოკმა “ჰამბურგისთვის” 30-ე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

6 – მიჩი ბატშუაი ტოპ ჩემპიონატებში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 6 სხვა და სხვა ტურნირზე გაიტანა გოლი (3 ბუნდესლიგა, 2 პრემიერლიგა, 3 ასოციაციის თასი, 3 კარაბაოს თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპა ლიგა).

6 – ტომას დელანიმ ბუნდესლიგაში ექვსივე გოლი გასვლით მატჩებში გაიტანა.

ესპანეთი, ლა ლიგა

3 – ყველაზე მეტი გამარჯვების ქულა მისი გოლებითა და პასებით:

იაგო ასპასი – 19

ანტუან გრიზმანი – 17

ლიონელ მესი – 16

13 – “ბარსელონა” ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელმაც ზედიზედ 13 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 100+ გოლი გაიტანა.

30 – კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 9 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 30+ გოლი გაიტანა.

4 – ლიონელ მესიმ ბოლო 7 საჯარიმოდან, რომელიც კარის ჩარჩოში წავიდა, 4 გოლი გაიტანა.

8 – ლიონელ მესი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მერვე ყვითელი ბარათი მიიღო და ეს მისთვის სარეკორდოა. მეორე ადგილზე “რეალთან” მიღებული 6 გაფრთხილებაა.

11 – სიმონე ძაძამ ტოპ ჩემპიონატებში თავისი პირადი რეკორდი გაიმეორა და სეზონში 11 გოლი გაიტანა. იგივე შედეგი მას 2014-2015 წლებში, “სასუოლოში” ჰქონდა.

3 – “ვალენსია” პირველი ესპანური გუნდია მიმდინარე სეზონში, რომლის სამი ფეხბურთელი ორნიშნა ციფრთან მივიდა გატანილი გოლებით (სიმონე ძაძა 11, სანტი მინა (11) და როდრიგო (10).

11 – მხოლოდ ლიონელ მესი გააკეთა უფრო მეტი საგოლე პასი (15, ყველა ტურნირის ჩათვლით), ვიდრე სერხიო კანალესმა (11) ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის.

5 – სერხიო კანალესმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლა ლიგაში მეხუთე საგოლე პასი გააკეთა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

34 – “ბარსელონას” ლა ლიგაში არ წაუგია ზედიზედ 34 თამაში (28 მოგება, 6 ფრე) და “სოსიედადის” რეკორდს უახლოვდება (1980 წელს, 38 წაუგებელი შეხვედრა).

8 – არცერთ გუნდს არ დაუკარგავს ჩემპიონობა, როდესაც სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, 8 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

3 – ლიონელ მესი კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში საჯარიმო დარტყმიდან გოლი.

600 – ლიონელ მესი პროფესიონალურ კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა (539 “ბარსელობა”, 61 არგენტინა).

15 – “ლევანტეს” 15 მატჩია არ მოუგია და ლა ლიგაში ასეთი ცუდი სერია არასდროს ჰქონია (5 მოგება, 10 წაგება).

1 – კრიშტიანუ რონალდუმ ლა ლიგაში თავით 50-ე გოლი გაიტანა და 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ამ მხრივ საუკეთესოა.

23 – ქარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს საგოლე პასი 23-ედ გაუკეთა ლა ლიგაში და “რეალის” სხვა ფეხბურთელებს ასეთი შედეგი არ აქვთ.

300 – კრიშტიანუ რონალდუ გახდა მეორე ფეხბურთელი ლიონელ მესის შემდეგ (372), რომელმაც ლა ლიგაში 300 გოლი გაიტანა.

1 – მაქსიმ კოვალი “დეპორტივოს” პირველი მეკარეა 21-ე საუკუნეში, რომელიც დებიუტისას გააძევეს.

6 – კეპა არიზაბალაგამ “სევილიასთან” 6 სეივი შეასრულა და ეს ლა ლიგაში მისთვის საუკეთესო შედეგია.

4 – “ბილბაომ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა გოლი და ეს უცუდესი შედეგია ბასკური კლუბის ისტორიაში.

14 – კრისტიან სტუანიმ მე-14 გოლი გაიტანა და ეს ლა ლიგაში მისთვის სარკეორდო შედეგია.

ინგლისი, პრემიერლიგა

22 – ჟოზე მორუნიომ პირველად მოიგო პრემიერლიგაში თამაში, რომელსაც ორი ან მეტი ბურთის სხვაობით აგებდა (2 ფრე, 19 წაგება).

2 – “მანჩესტერი” 2013 წლის დეკემბრის შემდეგ (“ჰალთან”) პირველად ჩამორჩა 0:2. “კრისტალ პალასმა” კი პირველად წააგო მაშინ, როდესაც 2 ბურთის სხვაობით დაწინაურდა.

69% - “მანჩესტერს” პრემიერლიგაში ორშაბათს ჩატარებული მატჩების 69% მოგებული აქვს (61-დან 42 თამაში).

3 – ბერნარდო სილვამ პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულის წარმომადგნლებს გაუტანა 3 გოლი და სულ 4 გოლი აქვს სეზონში გატანილი (“ლივერპული”, “არსენალი”, “ჩელსი”).

167 – ილქაი გუნდოგანმა “ჩელსისთან” უფრო მეტი პასი გააკეთა (167), ვიდრე “სტოკ სიტიმ” “საუთჰემპტონთან” (162).

902 – “მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის ერთ მატჩში 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველაზე მეტი პასი გააკეთა (902).

2 – ბერნარდო სილვამ ზედიზედ ორ მატჩში 2017 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა.

4 – “არსენალმა” ზედიზედ 4 მატჩი (ყველა ტურნირის ჩათვლით) 2002 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო.

6 – მხოლოდ მესუთ იოზილს აქვს “არსენალის” ფეხბურთელებში მეტი საგოლე პასი (7), ვიდრე გრანიტ ჯაკას (6).

6 – მხოლოდ მოჰამედ სალაჰს (7) და სერხიო აგუეროს (9) აქვთ მეტი გატანილი გოლი 2018 წელს, ვიდრე გლენ მიურეის (6).

11 – “არსენალს” კარი მშრალად უკვე ზედიზედ 11 შეხვედრაა არ შეუნახავს. ეს ყველაზე ცუდი შედეგია 2002 წლის თებერვლის შემდეგ (მაშინაც 11 მატჩი).

200 – სადიო მანეს გოლი იყო “ლივერპულისთვის” მე-200 მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპი უდგას სათავეში. ამ პერიოდში უფრო მეტი გოლი მხოლოდ “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა (214).

26 – ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტ მატჩში გატანილი გოლები აქვთ:

მოჰამედ სალაჰი – 26 თამაში

ედინსონ კავანი - 24 თამაში

რობერტ ლევანდოვსკი – 23 თამაში

სერხიო აგუერო/ჰარი კეინი – 21 თამაში

ლიონელ მესი – 20 თამაში

8 – მას შემდეგ, რაც ალან პარდიუ “ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელად დაინიშნა (2017 წლის 29 ნოემბერი), ყველაზე ცოტა ქულა მოიპოვა (8) და ყველაზე ნაკლები გოლი გაიტანა (10).

1:4 – “ვესტ ჰემმა” ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო გუნდთან, რომელიც მატჩის დაწყებამდე გასავარდნ ზონაში იყო, 2017 წლის აპრილის შემდეგ (“შეფილდ იუნაიტედთან” 0:3). ამჯერად კი, “სუონსისთან” 1:4.

100 – მაურისიო პოჩეტინომ პრემიერლიგაში მწვრთნელის რანგში მეასე თამაში მოიგო (197 მატჩიდან) და მეექვსეა, ვინც ამ ნიშნულს ასე სწრაფად უწია კენი დალგლიშთან ერთად. მხოლოდ ჟოზე მოურინიო (142 თამაში), ალექს ფერგიუსონი (162), არსენ ვენგერი (179), რაფა ბენიტესი (181) და კლაუდიო რანიერი (187) სჯაბნიან.

300 – ტროი დინიმ “უოტფორდის” რიგებში მესამასე თამაში ჩაატარა და იუბილე გოლით აღნიშნა. მან ასევე გაიტანა 50-ე, მე-100, 150-ე, მე-200 და 250-ე მატჩებშიც.

13 – სონ ჰონგ მინმა “უემბლიზე” ბოლო 11 მატჩში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 4 პასი).

10 – “ბორნმუთმა” პრემიერლიგაში ზედიზედ 10 შეხვედრაში გოლი პირველად გაიტანა.

23 – მხოლოდ ჰარი კეინმა მიიღო უფრო მეტ გოლში (38) მონაწილეობა მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირის ჩათვლით), ვიდრე სონ ჰონგ მინმა (23, 14 გოლი, 9 პასი).

33 – “ტოტენჰემი” უკვე 33 მატჩია პრემიერლიგის ახალწვეულთან არ დამარცხებულა (31 მოგება, 2 ფრე). ბოლოს “მამლებმა” 2012 წლის აპრილში, ქპრ-სთან წააგეს (0:1).

1 – “ბარნლიმ” შონ დაიჩის თავკაცობით პირველად მოიგო პრემიერლიგაში მატჩი, რომელშიც გოლი პირველმა გაუშვა (1 მოგება, 12 ფრე, 48 წაგება).

19 – “ევერტონმა” მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 19 თამაში წააგო. ამაზე უარესი შედეგი “კანფეტებს” ბოლოს 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ (21 წაგება).

1 – ჯენკ თოსუნი პირველი თურქი ფეხბურთელია ჯემ კარაჯანის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. კარაჯანმა 2013 წლის 4 მაისს, “რედინგის” მაისურით “ფულჰემს” გაუტანა.

0.115148