ფეხბურთი

21:00 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "მილანთან" ურთულესი მატჩი გველოდება"

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ევროპა ლიგის მერვედფინლში “მილანთან” რთულ შეხვედრას ელოდება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს რთული პერიოდი უდგას.

“ჩვენთვის რთული მომენტია, კრიზისული სიტუაცია, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვქონია. დავკარგეთ უსაფრთხოება და ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ. “მილანთან” ურთულესი მატჩი გველოდება, თუმცა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, დაღლილები ვართ. თავი კარგად უნდა დავიცვათ და ვეცადოთ გამოვიყენოთ საგოლე მომენტები, რომლებსაც შევქმნით”, - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალს” ბოლო ოთხი თამაში წაგებული აქვს და გამარჯვება უკანასკნელად 15 თებერვალს, “ოსტერსუნდთან” მოიპოვა. “მილანისა” და “არსენალის” მატჩი 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115267