“პარი სენ ჟერმენის” მცველი დანი ალვეში იტალიელი ფეხბურთელის, დავიდე ასტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, მსოფლიოში ყოლვედღე ათასობით ბავშვი კვდება, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
“ჩვენ ეს ძალიან არ გვაწუხებს, რადგან მას კარგად არ ვიცნობდით. მე ვწუხვარ მისი ოჯახის გამო. ვფიქრობ, დავიდემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ამ ქაოსურ სამყაროში და ახლა ის უკეთეს სამყაროშია. თუმცა, მსოფლიოში ყოველდღე ათასობით ბავშვი კვდება, რომელთაც დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. ყველა ადრე თუ გვიან კვდება. ჩვენ რა თქმა უნდა დამწუხრებულები ვართ, მაგრამ არა ისე, როგორც მისი ოჯახი”, - განაცხადა დანი ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. პსჟ-სა და “რეალის” მატჩი კი 6 მარტს გაიმართება.