საფეხბურთო სამყარო იტალიელი ფეხბურთელის დავიდე ასტორის გარდაცვალებით დამწუხრებულია. 31 წლის ფეხბურთელისადმი სამძიმრის წერილები ცნობილმა ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
“იტალიის ნაკრებში მასთან ერთად ვმუშაობდი და ის უდიდესი დანაკარგია ყველასთვის. ძნელია სიტყვების მოძებნა, ის კარგი ფეხბურთელი და უფრო დიდი ადამიანი იყო. მხოლოდ 31 წლის, არ მჯერა, რომ ეს მოხდა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ იქნება მისი პატარა პრინცესა”, - ანტონიო კონტე.
“გავიგე ამ დიდი ტკივილის შესახებ. ჩემი სამძიმარი ოჯახს და “ფიორენტინას”, - რობერტო მანჩინი.
“არ მჯერა, რაც მოხდა. ჩემი ფიქრები მის ოჯახს უკავშირდება”, - ლეანდრო პარედესი.
“საშინელი ამბავი. ყოველთვის მომღიმარი მემახსოვრები”, - დომენიკო კრიშიტო.
“მშვიდობით ძვირფასო ასტო! მე იშვიათად გამოვხატავ საჯაროდ აზრს ადამიანებზე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შენი მეუღლე, შენი პატარა გოგონა იმსახურებს იცოდეს, რომ მამამისი იყო ღირსეული პიროვნება. შენ იყავი სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელი და ერთ-ერთი გამორჩეული, ვისთანაც მითამაშია. მშვიდად განისვენე, შენი გიჟი ჯიჯი”, - ჯანლუიჯი ბუფონი.
“ჩვენი ფიქრები ოჯახსა და მეგობრებს უკავშირდება”, - უეფა.
სიტყვები არ მაქვს, მშვიდად განისვენე დავიდე”, - პაულო დიბალა.
“დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი. ერთად უამრავი ორთაბრძოლა გადაგვხდენია თავს ჯერ “კალიარიში” და შემდეგ “რომაში”. არ შემიძლია იმის დაჯერება, რაც მოხდა. მშვიდად განისვენე”, - რაჯა ნაინგოლანი.
“არასდროს დაგივიწყებთ, ამას არ გავაკეთებთ”, - “მილანი”.
“როდესაც 31 წლის ახალგაზრდა კვდება, სათქმელი ცოტაა. ალბათ, მხოლოდ ორი სიტყვა მოიძებნება: სიჩუმე და პატივისცემა. უდიდესი თანაგრძობა ოჯახსა და მთლიანად საფეხბურთო ოჯახს. ბედნიერი მგზავრობა დავიდე”, - მარჩელო ლიპი.
“მშვიდობით დავიდე, ჩემი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, “ფიორენტინასა” და შენს ქომაგებს. ძალიან დაგვაკლდები”, - ალესანდრო დელ პიერო.
“სამწუხარო ინფორმაცია გავიგეთ დავიდე ასტორის გარდაცვალების შესახებ. სამძიმარი ოჯახს და მთლიანად “ფიორენტინას”. მშვიდად განისვენე კაპიტანო”, - სერხიო რამოსი.
“შოკირებული ვარ. ძვირფასო დავიდე, მშვიდად განისვენე ჩემპიონთა სამოთხეში. ჩემი სამძიმარი ოჯახს”, - კახა კალაძე.
მშვიდად განისვენე დავიდე”, - ფაბიო კანავარო.
“არ შემიძლია დაჯერება”, - ლევან მჭედლიძე.
“გამარჯობა დიდი ასტო! ყოველთვის ასე მოგმართავდი, როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით მეტოქეობისას თუ ეროვნულ ნაკრებში. ღიმილი და ნამდვილი პიროვნება, პატიოსანი, ერთგული, თავმდაბალი. რამდენჯერ გვიხუმრია და მხიარული დღეები გაგვიტარებია ერთად კოვერჩანოს ბაზაზე. მეტყოდი, მიდი ლეო, გააკეთე გრძელი პასი, როგორიც მხოლოდ შენ იცი. შენი ღიმილი არასდროს დასრულდება და დარწმუნებული ვარ იქაც გააგრძელებ ღიმილს და ფეხბურთის თამაშს. შენ ჩემი დიდი მეგობარი ხარ. მომენტარები. ლეო”, - ლეონარდო ბონუჩი.
“გამარჯობა დიდო ასტო. შენ იყავი აღმაფრთოვანებელი ბიჭი. სასიამოვნო იყო შენთან ერთად გატარებული დრო. ვუსამძიმრებ შენს პატარა გოგოს, მეუღლეს და მთლიანად ოჯახს”, - ანდრეა ბარძალი.
ჩემი ყოფილი შეგირდის, დავიდე ასტორის სიკვდილით შეწუხებული ვარ. ის იყო ნამდვილი პროფესიონალი და ბრწყინვალე ბიჭი. სამძიმარი ოჯახსა და მისთვის ძვირფას ადამიანებს. მშვიდად განისვენე დავიდე”, - რუდი გარსია.
“შოკირებული ვარ, არ მჯერა და არ მაქვს სიტყვები ამ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დავიდეს ოჯახსა და მეგობრებს”, - ფრანჩესკო ტოტი.
“დღეს დიდი ადამიანი და შესანიშნავია პროფესიონალი წავიდა. მე მქონდა შესაძლებლობა მასთან ერთად ვყოფილიყავი გასახდელში და ძალიან დამწუხრებული ვარ. ვუსამძიმრებ ოჯახს. მშვიდად განისვენე კაპიტანო”, - კარლოს სანჩესი.
“ჯერ კიდევ არ მჯერა, ძალიან ღრმა მწუხარებას განვიცდი. მშვიდობით ასტო, მომენტარები”, - ფედერიკო კიეზა.
“თვალები ცრემლებით ამევსო და გული გამინადგურდა. მადლობას გეუბნები ჩემო მეგობარი. მადლობა შენი თავმდაბლობისთვის, შენი გაკვეთილებისთვის, შენი მეგობრობისთვის. მომენატრები და ყოველთვის ჩემს გულში იქნები. მინდა სამძიმარი ვუთხრა შენს ოჯახს, მეუღლეს და შენს პატარა პრინცესას. ყოველთვის დარჩები ჩემს გულში, მომენატრები”, - ფედერიკო ბერნარდესკი.
“ვერ ვპოულობ სიტყვებს ტკივილის გადმოსაცემად. მხიარული ადამიანი და ბრწყინვალე პროფესიონალი. მინდა, რომ ხვალ გაღვიძებისას ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს. მაგრამ, ცხოვრება ასეთია. ყოველთვის მემახსოვრება შენი სიტყვები ყოველი თამაშის წინ. მადლობა კაპიტანო”, - ჯოვანი სიმეონე.
“ყოველთვის პატისაცემი და ოქროს გულიანი ადამიანი. მშვიდად განისვენე დავიდე”, - დანიელე დე როსი.
“გამარჯობა დავიდე. ცხოვრება ზოგჯერ მართლაც სასტიკია. ვერ ვპოულობ შესაფერის სიტყვებს, ცრემლები საკმარისი არაა. მშვიდად განისვენე ჩემპიონო”, - პაოლო მალდინი.
“ამ მომენტში სწორი სიტყვები არ მოიძებნება. მე უბრალოდ ვგრძნობ, რომ დაგვაკლდა ნამდვილი ადამიანი, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში. ჩემი გული შენს ოჯახთან, თანაგუნდელებთან და ყველა იმ ადამიანთანაა, რომელსაც უყვარდი. მშვიდად განისვენე დავიდე”, - პიპო ინძაგი.
“მშვიდად განისვენე დავიდე”, - არტურო ვიდალი.
“დიდი კაცი, დიდი ფეხბურთელი. დიდი სამძიმარი შენს ოჯახს, მეგობრებსა და “ფიორენტინას”. მშვიდად განისვენე დავიდე”, - ალვარო მორატა.
დამწუხრებული ვარ დავიდე ასტორის გარდაცვალებით. მთელი ჩემი მხარდაჭერა ოჯახს, მეგობრებს და სრულიად იტალიურ ფეხბურთს”, - ანდრეს ინიესტა.
“სიტყვები არ მაქვს, რომ აღვწერო ეს მომენტი. განსაკუთრებული ბიჭი, ყოველთვის მომღიმარი და ერთგული. შენ ყოველთვის მეხმარებოდი და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მსოფლიოს სჭირდება შენნაირი ადამიანები. სიტყვების გარეშე ვარ. დიდი სამძიმარი შენს ოჯახს, ფრანჩესკასა და პატარა გოგონას”, - მატია დე შილიო.
“ყოველთვის ძნელია ასეთ მომენტში სიტყვების პოვნა, რადგან ცრემლები და ტკივილი ყველაფერს ფარავს. მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია იმისთვის, როგორიც იყავი. მშვიდად განისვენე ასტო”, - ანდრეა ბელოტი.
“სიტყვების გარეშე... საბოლოოდ, ყოველთვის საუკეთესოები მიდიან... ბედნიერი მგზავრობა ჩემო მეგობარი”, - ანდრეა პირლო.
“მომენტები, სიტყვები. სურათები და ბევრი მოგონება. ეს უდიდესი ტკივილია მათთვის, ვინც დავიდეს იცნობდა. მისი მწვრთნელობა პრივილეგია იყო, ყველას დააკლდები. განსაკუთრებული სამძიმარი ოჯახს”, - მასიმილიანო ალეგრი.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 4 მარტის დილას, უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.