კალათბურთი

1:53 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა

ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი. ლიგა ენდესას 21-ე ტურში “სასკი ბასკონიამ” სტუმრად “სარაგოსა” პრობლემების გარეშე დაამარცხა – 98:74.

ბასკთა ქართველი კაპიტანი ამ შეხვედრაში მთავარ მწვრთნელს დიდად არ დაუტვირთავს და მხოლოდ 21:13 წუთი დაუთმო. ხსენებულ დროში თორნიკე ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან: 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა.

შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. ჩვენებურმა შეხვედრა მარგი ქმედების 16 კოეფიციენტით დაასრულა.

“ბასკონიას” 21 ტურში მეოთხე ადგილი უკავია 14 მოგებითა და 7 წაგებით. ბასკური გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, სტუმრად “ჟუვენტუტთან” გამართავს.

0.148097