ფეხბურთი

17:57 | 3.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "კონტე ტაქტიკის მაესტროა"

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “ჩელსის” თავკაც ანტონიო კონტეს აქებს. ესპანელმა სპეციალისტმა “არისტოკრატებთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტე ტაქტიკის მაესტროა.

“ვფიქრობ, კონტემ ინგლისურ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა, დარწმუნებული ვარ. იგი ტაქტიკის მაესტროა და ხალხი ვერ ათვითცნობიერებს, რომ ინგლისში მან ახალი სისტემა დანერგა. ბევრი გუნდი და მათ შორის, “არსენალი” სცდილობს ამ სტილში ითამაშოს. კონტემ დიდი სამუშაო “იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებშიც გასწია”, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” შეხვედრა 4 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112485