ისტორია

18:47 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "გრიზმანი "ბარსელონას" 3-4 გოლის გატანაზე შეუთანხმდა"

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლას და წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავს. “როხიბლანკოს” ხელმძღვანელმა აღნიშნულ თემაზე საინტერესოდ ისაუბრა.

“ერთადერთი, რაზეც გრიზმანი “ბარსელონას” დასთანხმდა, 3-4 გოლის გატანაა”, - ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა ბოლო ორი მატჩში 7 გოლი გაიტანა. “ატლეტიკო” კი “ბარსელონას” 4 მარტს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და სხვაობა 5 ქულაა კატალონელთა სასარგებლოდ.

0.118295