ფეხბურთი

17:47 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიოსის გადაბირებას "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ეცდებიან

“დორტმუნდის ბორუსიას” ფორვარდით მარკო როისით ორი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს.

28 წლის თავდამსხმელმა სულ ცოტა ხნის წინ მოირჩინა ტრავმა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გადაბირებას “ლივერპული” და “ტოტენჰემი” ეცდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ინგლისური კლუბები საკმაოდ მსუყე ფასის გადახდას გეგმავენ, თუმცა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როისს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

0.118148