კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ამ მხრივ ლიდერობა კიდევ უფრო გაინაღდა. საქმე ის გახლავთ, რომ არგენტინელმა პრიმერა დივიზიონის 36-ე სტადიონზე შეძლო გოლის გატანა.
“ესტადიო დე გრან კანარია” სწორედ ეს სტადიონი დალაშქრა მესიმ “ლას პალმასისა” და “ბლაუგრანას” დაპირისპირების დროს. მეორე პოზიციაზე მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ვეტერანი რაული იმყოფება, რომელმაც 33 სტადიონზე შესძლო გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რაც შეეხება მესის, არგენტინელს კარიერაში 599 გოლი დაუგროვდა, აქიდან 538 გოლი "ბარსელონას" რიგებში გაიტანა.