კალათბურთი

1:51 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ევროლიგაში დაფრინავს!

ევროლიგის XXIV ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე პლეი-ოფში გასასვლელად ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი “ხიმკი” დაამარცხა – 87:77.

ბასკები მთელი თამაში დომინირებდნენ და წარმატებასაც ლოგიკურად უწიეს. არადა, ესპანელებმა თამაში სუსტად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8 ქულით დათმეს, მაგრამ მერე, მეორე და მესამე მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს (26:13, 25:13). შესაბამისად, მატჩის ბედიც დასკვნითი ათწუთეულის წინ გარკვეული გახლდათ.

აღნიშნულ გამარჯვებაში მთავარი სიტყვა ტრადიციულად თორნიკე შენგელიამ თქვა, რომელიც ქულების მხრივ არ გამორჩეულა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. თანაც, ორმაგ დუბლსაც ხომ გააჩნია?!

28:12 წუთი, 15 ქულა, 15(!) მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. მოკლედ, “თოკომოტივმა” იფრინა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ფარზე ბატონ-პატრონი იყო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც ჩვენებური გახდა, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა – 28.

შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. “ხიმკის” რიგებში ალექსეი შვედი (23 ქულა) და ენტონი გილი (21 ქულა) გამოირჩნენ. თუმცა, შენგელიას 15 ქულა-მოხსნა მათმა თამაშმა ვერ გადაწონა.

“ბასკონიას” 24 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და 13 წაგებით მეცხრე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. ესპანური გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, სტუმრად “ვალენსიას” გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10329