ფეხბურთი

22:25 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ და ვალიეხომ ვარჯიში განაახლეს

ბრაზილიელმა და ესპანელმა ფეხბურთელებმა მარსელომ და ხესუს ვალიეხომ ტრავმა მოიშუშეს და ვარჯიში განაახლეს. როგორც მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელები გუნდს შეუერთდნენ და მომავალი მატჩებისთვის მზადება დაიწყეს.

ასევე, Marca-ს ინფორმაციით, 29 წლის სამხრეთამერიკელს ლა ლიგის 27-ე ტურში "ხეტაფეს" წინააღმდეგ დიდი ალბათობით მცირე სათამაშო დრო ექნება და ზინედინ ზიდანი შეეცდება პსჟ-სთან გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბრაზილი ბოლომდე დატვირთოს.

"ბლანკოსის" ფეხბურთელები ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი სარეაბილიტაციო პერიოდს გადიან და გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდებიან.

0.153112