ფეხბურთი

18:10 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ტომასს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მადრიდის “ატლეტიკომ” და ტომას პარტეიმ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, განელი ნახევარმცველი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

პარტეის “ატლეტიკოში” დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, ხოლო იქამდე “მალიორკასა” და “ალმერიაში” თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში აფრიკელი ფეხბურთელი “როხიბლანკოს” ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდება და 29 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.06496