“გოლდენ სტეიტ უორიორსი” წარმატებულ სვლას აგრძელებს. ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი კოლუმბიის ოლქში – “ვაშინგტონ ვიზარსთან” 109:101 მოიგო. გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ოკლენდელებმა 27:14 მოიგეს და 15 ქულით დაწინაურდნენ.
ზედიზედ მეოთხე მატჩში, ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 5 წუთით გამოჩნდა. ფაჩულიამ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულითა და 1 პასით დაასრულა. სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მყოფმა ჯავალ მაკგიმ კი 14 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.
ლიდერები კი უცვლელნი არინ – კევინ დიურანტმა 32, ხოლო სტეფ კარიმ 25 ქულა მოაგროვა. 11 ქულა და 11 პასით დაასრულა მატჩი დრეიმონდ გრინმა.
48 მოგებითა და 14 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ლიგაში მეორე ადგილზე რჩება. პირველი ისევ “ჰიუსტონია”. ოკლენდელთა აღმოსავლური ტურნის მორიგი გაჩერება ატლანტაა, სადაც 3 მარტს ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს დაუპირისპირდება.
GBF.GE