68 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას”, ხიხონის “სპორტინგისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კინი. ის გულის შეტევით დაიღუპა.
კინი “სპორტინგის” ლეგენდაა და სტადიონს მის სახელს დაარქმევენ. აქამდე “ელ მოლინიონი” ერქვა, ამიერიდან კი – “ელ მოლინიონ ენრიკე კასტრო კინი”.
კინი 1968-1980 და 1984-1987 წლებში თამაშობდა ხიხონის გუნდში, ხოლო “ბარსაში” 1980-1983 წლებში გამოდიოდა.
ესპანურ ლა ლიგაში ჩატარებული აქვს 448 მატჩი და გატანილი აქვს 219 გოლი. ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის, მერვეა.