“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი გარი ნევილი აცხადებს, რომ “წითელი ეშმაკები” დღეს მსოფლიო კლასის ფეხბურთელების დეფიციტს განიცდიან.
ინგლისელი მცველის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს გუნდში ასეთი ერთადერთი ფეხბურთელია – დავიდ დე ხეა.
“მანჩესტერ იუნაიტედში” დე ხეა მსოფლიოს კლასის ერთადერთი ფეხბურთელია. შეიძლება ასევე ალექსის სანჩესის ხსენებაც, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა “მანჩესტერში” მის შესახებ საუბარი. ისე კი, ბოლო 5-6 წელი მართლაც მაღალ დონეზე ითამაშა. დე ხეას გარდა, ანტონიო ვალენსიას გამოვყოფდი, რომელიც ბოლო 2-3 წელი ფანტასტიკურად ირჯება”, - ციტირებს ნევილის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი "მანჩესტერის" შემადგენლობაში 1992-2011 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.