24-დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
ვიტალი დარასელიას თასი შარშან კიევის "დინამომ" მოიგო, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში "აზ ალკმაარს" აჯობა.
წლევანდელ ტურნირზე, "დინამო" თბილისისა და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა, ასევე იასპარეზებენ: სფფ-ს აკადემია, "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), მოსკოვის "სპარტაკი" (რუსეთი) და "დინამო" მინსკი (ბელარუსი).
მატჩები დინამოს აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.
fcdinamo.ge