“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ყოფილი შეგირდს, ფრანკ კესიეს უპასუხა. საქმე ისაა, რომ “მილანის” კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მონტელას დროს გუნდი ცოტას ვარჯიშობდა ახლა კი, გატუზომ სიტუაცია რადიკალურად შეცვალაო.
იტალიელი მწვრთნელის პასუხმა არ დააყოვნა:
“ფეხბურთელები ყოველთვის ეძებენ საბაბს. როდესაც გუნდი გამარჯვებას ახერხებს ყველაფერი ადვილია, მაგრამ როდესაც მარცხდები, ყველაფერი სხვანაირადაა”, - განაცხადა მონტელამ.
შეგახსენებთ, “აეროპლანინო” “მილანიდან” გასული წლის ნოემბერში დაითხოვეს, თუმცა უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და მალევე ესპანური “სევილია” ჩაიბარა.