ჩოგბურთი

19:53 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აკაპულკოში დამარცხდა

აკაპულკოს ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯარედ დონალდსონთან 2:6: 2:3 მარცხდებოდა, რა დროსაც ქართველმა ტრავმის მიზეზით შეხვედრა შეწყვიტა.

ურთიერთშეხვედრებში დონალდსონი ქართველს 3:2 ამარცხებს.

აკაპულკოს ტურნირზე ბასილაშვილი ძალებს წყვილთა თანრიგში მოსინჯავს. ქართველი მოლდოველ რადუ ალბოტის წყვილთან ერთად მარაჩი-პავიჩის დუეტს დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 მარტს თბილისის დროით 02:00 საათზეა ჩანიშნული.

0.10164