ფეხბურთი

18:19 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კომანისთვის სეზონი დასრულდა

მიუნხენის “ბაიერნი” მიმდინარე სეზონს კინგსლი კომანის გარეშე ჩაამთავრებს. 21 წლის ფრანგმა შემტევმა ტერფის ტრავმა მიიღო და საოპერაციოა. შესაბამისად, მოედანზე გასვლას 2-3 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

მეტიც, შესაძლოა, კომანმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშოს. ყველაფერი აღდგენით პროცედურებზე იქნება დამოკიდებული.

კინგსლი კომანმა მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

0.126175