ევროტურნირებში პლეი ოფის დრო დადგა და ფიბა-მ მსაჯებისა და კომისრების ახალი, მარტის თვის პირველი ნახევრის ნომინაციები შეადგინა. საერთაშორისო მატჩებზე დაინიშნნენ ფიბა-ს ლიცენზიის მქონე მსაჯი და კომისარი – მაკა კუპატაძე და მერაბ რატიშვილი, რომლებიც ქვემოთ წარმოდგენილ მატჩებს მოემსახურებიან:
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
8 მარტი. ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალი. ანტაკია (თურქეთი): ჰატაი (თურქეთი) – ვილნევ დასკი (საფრანგეთი).
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
1 მარტი. ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალი. ორენბურგი (რუსეთი): ნადეჟდა (ორენბურგი, რუსეთი) – პერფიუმერიას ავენიდა (სალამანკა, ესპანეთი).
14 მარტი. ფიბა ევროპის თასის მერვედფინალი. ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი): ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – კერავნოსი (კვიპროსი).
gbf.ge