ბელგიურმა niusblad-მა სტატია გამოაქვეყნა გიორგი ჩაკვეტაძეზე. სათაური ასეთია: “ყველაფერი აუცილებელი, რაც უნდა იცოდეთ გიორგი ჩაკვეტაძეზე – გულშემატკივრების ახალ ფავორიტზე”.
სტატიაში აღნიშნულია “ბაიერნისგან” დაინტერსების ამბავიც და წერია, რომ მიუნხენური კლუბი 6 მილიონ ევროს იხდიდა ფეხბურთელში.
“დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. “გენტის” 18 წლის ქართველმა “ვაასლანდ-ბევერენთან” გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა (ბოლო წუთზე საგოლე პასი - რედ). “გენტმა” მისი სახით, შესაძლოა, მომავალი ტოპ-ფეხბურთელი შეიძინა, რადგან დღესდღეობით ის მართლაც ტოპ-ტალანტია”.