“რომას” ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა “მილანთან” (0:2) მატჩის დროს კბილი დაკარგა. ბელგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება ფრანკ კესიესთან შეჯახების შედეგად მიიღო. კოტ დივუარელმა ნაინგოლანს სახეში იდაყვი ჩაარტყა და კბილი ჩამოუგდო.
მიუხედავად ამისა, ნაინგოლანმა თამაში გააგრძელა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაყისში ეუსებიო დი ფრანჩესკომ ის მაინც შეცვალა.