ფეხბურთი

18:29 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: “რომას” ფიზიკური მდგომარეობა მაწუხებს”

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ “მილანთან” დაპირისპირების (0:2) შემდგომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მერე გუნდი გადაიღალა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ “შახტართან” მატჩის შემდგომ გადაღლილები ვიყავით. ვერ მოვახდინეთ როტაცია, რადგან ამ კვირაში 3 თამაში ჩავატარეთ. ბევრი უნდა ვიმუშავოთ, ფიზიკურად ისევ რომ არ გადავიღალოთ. ეს ცოტა არ იყოს მაწუხებს”, - ციტირებს დი ფრანჩესკოს სიტყვებს “რომას” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ “ჯალოროსი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინულ კლუბთან სტუმრად 1:2 დამარცხდა, საპასუხო მატჩი კი რომში, 13 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061332