ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ედენ აზარმა შესაძლოა ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Don Balon-ი იუწყება, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა მზადაა ბელგიელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს და წელიწადში 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს.
ბელგიელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს. ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელის გადაბარება მადრიდის "რეალს" სურს. მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2017 წლის ზაფხულის შემდეგ, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულაბა 25 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 100 მილიონ ევროს შეადგენს.