საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა კინგსლი კომანმა ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ჰერტასთან" ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო. როგორც "რეკორდმაისტერთა" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ფეხბურთელმა შესაძლოა რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშოს.
ფრანგმა ფრანკ რიბერი 68-ე წუთზე შეცვალა და რამდენიმე წუთში დაზიანება მიიღო, თუმცა მატჩი მაინც დაასრულა. მიმდინარე სეზონში კინგსლიმ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.