უნგრეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში ქართველების “ბალმაზუივაროშმა” სტუმრად ერთ-ერთი ლიდერი “დებრეცენი” დაამარცხა – 2:0.
ამაში დიდი წვლილი შეიტანა ბაჩო არაბულმა, რომელმაც 87-ე წუთზე ანგარიში გახსნა (მერე სტუმრებმა მეორეც გაიტანეს) და თავისი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. არაბული 90-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე ირაკლი მაისურაძე გამოჩნდა, ხოლო ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ არაბული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 7 გოლით. “ბალმაზუივაროში” 20 ტურში მოპოვებული 22 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.