კალათბურთი

17:57 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა გიორგი ცინცაძეც მოისაკლისა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა – გიორგი ცინცაძე. როგორც კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ავსტრიაში მიღებული მუხლის ტრავმა სერიოზული გამოდგა და საოპერაციოა.

ცინცაძე უკვე გამოაკლდა გუნდს, თუმცა უცნობია როდის გაიკეთებს ოპერაციას და შესაბამისად, როდის გამოჯანმრთელდება.

ცინცაძეს ბექა წივწივაძე ჩაანაცვლებს. “ქუთაისის” გამთამაშებელი გაფართოებულ შემდგენლობაშიც იყო, მაგრამ ავსტრიაში გუნდს არ გაჰყოლია. იგი დღეს საღამოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს, ხოლო გერმანიასთან 13 ნომრით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის მატჩი 25 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება. დანაკლისი კი უდიდესია – მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და ახლა უკვე გიორგი ცინცაძეც...

0.126201