ფეხბურთი

17:18 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ანდრე სილვას ზაფხულში შეელევა

იტალიური “მილანი” ანდრე სილვას გაასხვისებს. “როსონერის” ხელმძღვანელობა უკამყოფილოა პორტუგალიელი ფორვარდის თამაშით, რომელიც ზაფხულში დიდი იმედით შეიძინა და ამიტომაც, ზაფხულში მისაღები წინადადების შემთხვევაში შეელევა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, “მილანის” შეფები უკვე ესაუბრნენ სილვას აგენტ ჟორჟე მენდეშს და ახალი კლუბის მოძებნა ურჩიეს. როგორც ცნობილი ხდება, ნიჭიერ ფეხბურთელს თავისთან “ევერტონი” და “არსენალი” ეპატიჟებიან.

ანდრე სილვამ მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე 12 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში 16 თამაში ისე ჩაატარა, რომ გოლი არ გაუტანია. გარდა ამისა, “როსონერის” ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდება.

0.11898