კალათბურთი

11:20 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოისა: "გერმანია უფრო ძლიერია, მაგრამ 10 ათასი ქომაგი ჩვენს გვერდით იქნება"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ავსტრიასთან მატჩი შეაფასა. როგორც ბოისამ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება იყო.

“ყველას ვულოცავ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს. თანაც, ავსტრია მართლაც კარგი გუნდია. 5 წელია ერთად თამაშობენ და ჩვენ ბევრად ძლიერი შემადგენლობით წაგებული გვქონდა ამ გუნდთან ამხანაგური თამაში.

ამ თამაშმა მოგვცა თვითრწმენა, რომ შეგვიძლია სახლში გერმანიასაც მოვუგოთ. რა თქმა უნდა, გერმანია ბევრად კარგი გუნდია, ვიდრე ავსტრია, მაგრამ 10 ათას გულშემატკივარს ველოდებით და მჯერა, რომ მათი დახმარებით ამ თამაშს მოვიგებთ”, - თქვა ბოისამ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვენაში ავსტრია 78:64 დაამარცხა, ხოლო 25 თებერვალს, თბილისში, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.113632