ესპანური “ვალენსიას” ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია “მესტალიაზე” თავს კარგად გრძნობს და “ინტერში” დაბრუნება არ სურს. მოგეხსენებათ, სწორედ “ნერაძურის” ეკუთვნის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები.
კონდოგბიას განცხადებით, მზადაა გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადოს, ოღონდ მილანურ გუნდში დაბრუნება არ მოუწიოს.
“აქ ბედნიერი ვარ და თუ საჭირო იქნება გამოსასყიდ თანხას ჩემი ჯიბიდან გადავიხდი. “ინტერის” რეალური პრობლემა ბალანსის არარსებობა იყო. “ნერაძურიში” სრული ქაოსი სუფევდა, 2 წელიწადში 4-5 მწვრთნელი შევიცვალეთ. “ვალენსიაში” კი, მარსელინოსთან ერთად ბედნიერი ვარ”, - განაცხადა კონდოგბიამ.
ჟოფრეი კონდოგბია “ვალენსიას” გასულ ზაფხულს “ინტერიდან” იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა. ესპანურ კლუბს ფრანგი ნახევარმცველის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლია.