“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უეფას ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შვედურ “ოსტერსუნდთან” მოულოდნელად 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ასეთი შედეგი მეტოქსი შეუფასებლობის გამო დადგა. მატჩზე სათანადო კონცენტრაცია ვერ მოვახდინეთ. შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშებს, მათ ეს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. სიტუაციას შევაფასებთ და სწორ დასკვნებს გამოვიტანთ”- განაცხადა ვენგერმა.
ლონდონელებს პირველ შეხვედრა 3:0 მოგებული ჰქონდათ და ამიტომ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.