იტალიური “რომას ლეგენდარულმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ყოფილი თანაგუნდელი მოჰამედ სალაჰი საქებარი სიტყვებით შეამკო. იტალიელის თქმით 25 წლის თავდამსხმელი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
“სალაჰი მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის სულ პროგრესირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს. მე მას კარგად ვიცნობ და დღითიდღე იზრდება. ყოველ ჯერზე ახალ დონეზე ადის”, - ციტირებს ტოტის სიტყვებს “ლივერპულის” ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 2015-2017 წლებში იტალიელი და ეგვიპტელი “რომას ღირსებას იცავდნენ, რის შემდგომაც ტოტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, სალაჰი კი გასულ ზაფხულს “ლივერპულში” გადაბარგდა.