ფეხბურთი

14:02 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი მეტოქე - შახტიორი ყარაგანდი

დინამო თბილისი შეკრებაზე მესამე ამხანაგურ მატჩს დღეს თბილისის დროით 18.00 საათზე ყარაგანდის შახტიორთან გამართავს. დასრულებულ ჩემპიონატში შახტიორმა 33 თამაშიდან დაგროვებული 40 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა. ყარაგანდელებისთვის დინამოსთან შეხვედრა მეხუთე იქნება შეკრებაზე. მანამდე ჩვენმა მეტოქემ ოთხი სპარინგი გამართა, შესაბამისად - 1:2 უნგრულ დიორ ეტოოსთან დამარცხდა, შახტიორმა 2:0 მოუგო სამტრედიას, 2:1 დაამარცხეს სომხური ბანანცი და სერბულ პროლეტართან ფრედ 1:1 ითამაშეს.

შახტიორი 1958 წელს დაარსებული კლუბია. გუნდის საუკეთესო მიღწევა ყაზახეთის ჩემპიონატში 2011 და 2012 წლებში ორჯერ მოპოვებული ოქროს მედლებია. 2013 წელს ყარაგანდელებმა ეროვნული სუპერთასიც მოიპოვეს. იმავე სეზონში შახტიორი ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა სადაც ალკმაართან, პაოკთან და ჰაიფას მაქაბისთან იასპარეზა. ყარაგანდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმირ ჟურაველი მუშაობს.

FC DINAMO.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114299