ფეხბურთი

22:50 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიური ეფექტი: მუნდიალზე მოსახლეობის 20% რუსეთში იქნება

ისლანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. უფრო სწორად მთლიანად ისლანდიის მოსახლეობა.

როგორც ცნობილი გახდა, მუნდიალის დაწყებამდე 4 თვით ადრე 66 ათასმა ისლანდიელმა, რომელიც ქვეყნის მოსახლების ერთ მეხუთედს შეადგენს, მინიმუმ ერთი ბილეთის შეძენა უკვე მოითხოვა.

“ვთანამშრომლობთ რუსეთის ხელისუფლებასთან ბილეთების საკითხზე, თუ რამდენი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 20%-მა უკვე მოითხოვა ერთი ბილეთი”, - განაცხადა ისლანდიის ელჩმა რუსეთში.

ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. 16 ივნისს მოსკოვში არგენტინას დაუპირისპრდება, 22 ივნისს, ვოლგოგრადში ნიგერიას შეხვდება, ხოლო 26 ივნისს, როსტოვში ხორვატიას გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდა და გულშემატკივრობის მხრივ ეს პატარა ქვეყანა მაშინაც ყურადღების ცენტრში მოექცა.

0.122506