ფეხბურთი

21:20 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დარმიანს დაიმატებს

ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის, მატეო დარმიანის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” ზაფხულში მარჯვენა მცველ სტეფან ლიხშტაინერს დაემშვიდობება და სწორედ მის შემცვლალდ ესახებათ იტალიის ნაკრების უნივერსალი უკანახაზელი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

აღსანიშნავია, რომ დარმიანის გასხვისების წინააღმდეგ არც “მანჩესტერია”, რადგან იტალიელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება და წელს პრემიერლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

მოსალოდნელია, რომ “იუვე” 28 წლის მცველის სანაცვლოდ 10 მილიონ გირვაქნა სტერლინგს გაიღებს. მატეო დარმიანი “მანჩესტერში” 2015 წელს “ტორინოდან” გადავიდა.

0.113785