სამხრეთ აფრიკაში, "კაიზერ ჩიფსისა" და "პლატინიუმ სტარსის" ახალგაზრდული გუნდების მატჩში ასეთი ეპიზოდი ვიხილეთ.
"კაიზერ ჩიფსი" 4:2 იგებდა და ბოლო წუთებში მეტოქეს დასცინეს. ბურთს ერთმანეთში ათამაშებდნენ, წინ არ მიდიოდნენ და ქუსლებითა თუ მკერდით აძლევდნენ პასებს. წუთნახევარი ასე გაგრძელდა, მეტოქე კი უბურთოდ იყო.