25 თებერვალს WTA-ის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც რუმინელი სიმონა ჰალეპი ისევ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი იქნება.
დუბაის ტურნირზე არც სიმონა ჰალეპი და არც ქეროლაინ ვოზნიაცკი არ იასპარეზებენ. გამომდინარე იქიდან, რომ შარშან ამ ტურნირზე ქეროლაინმა ფინალში გააღწია და ქულების დაცვას ვერ მოახერხებს, დანიელს 600 ქულა ჩამოაკლდება.
სეზონის დასაწყისში ჰალეპი რეიტინგის სათავეში იყო, თუმცა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ქეროლაინ ვოზნიაცკისთან მარცხის შემდეგ პირველ ადგილზე დანიელმა გადაინაცვლა.