ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ უეფას ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამი ყველაზე ეპოქალური და დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა:
1. როდესაც ერიკ აბიდალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2011 წლის 28 მაისს, ხოლო თასი პირველმა ასწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრანგმა კიბო დაამარცხა.
2. ოლივერ კანის თანაგრძნობა სანტიაგო კანისარესის მიმართ. 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბაიერნმა” “ვალენსია” დაამარცხა პენალტების სერიაში, ხოლო გერმანელმა მეკარემ ესპანელი კოლეგა გაამხნევა,
3. რონალდოს ჰეთ-თრიქი “ოლდ ტრაფორდზე”. ბრაზილიელმა ფორვარდმა “მანჩესტერს” 2003 წელს სამი გოლი გაუტანა და ინგლისურ პუბლიკას აპლოდისმენტები მოსწყვიტა.